საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის საინვესტიციო გეგმის სისუსტეზე მიუთითებს. კერძოდ, ფონდი თავის ბოლო მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს მკაფიო საინვესტიციო ან ინფრასტრუქტურული გეგმა.
ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი 2020, - რომელიც ინკლუზიური ზრდის გრძელვადიან გეგმას მოიცავს, მასში არ არის საჯარო ინვესტიციების კომპონენტი.
„დოკუმენტში საუბარია რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება. მასში მოცემული კონკრეტული პროექტები კი ლიმიტირებული და შეზღუდულია“, - წერს IMF.
კიდევ ერთი შენიშვნა სავალუტო ფონდს სექტორულ სტრატეგიებზე აქვს. კერძოდ, IMF მიუთითებს, რომ მსგავსი სტრატეგიები უმეტესად ფრაგმენტულია. ასევე საკმაოდ დიდია განსხვავება მათ ღირებულებასა და ხარისხს შორის.
„ზოგიერთი სტრატეგია მოიცავს რამდენიმე სამინისტროს, ზოგ სამინისტროს კი რამდენიმე სტარტეგია ერთად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიების რაოდენობა 60-ს აღემატება, ისინი სრულად არ ფარავენ მთავრობის საქმიანობას და ხშირად მხოლოდ სამომავლო საქმიანობებს უკავშირდება.