მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

IMF: საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა შეშფოთებას იწვევს

„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ვკითხულობთ, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერების რაოდენობა, რომლებიც კონტრაქტზე ხელმოწერით არ დასრულებულა 2013-2016 წლებში 39-29%-ს შეადგენდა. „ეს ციფრი საკმაოდ მაღალია, მიზეზი კი გაურკვეველი“, - წერს IMF. 

ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ 2013-დან 2017 წლამდე პერიოდში პირდაპირი ხელშეკრულებების (გამარტივებული შესყიდვები) რაოდენობა განახევრდა და 2017 წელს 24% შეადგინა. თუმცა ზოგიერთი სახის პროექტზე კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა.


საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები