მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF: საქართველოში ფისკალური რისკები კვლავ მაღალია

5b35d65331067
BM.GE
29.06.18 10:48
950
„ფისკალური რისკები კვლავ მაღალია და ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების საქმიანობას და ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკავშირდება”, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს. ფონდის დირექტორები მიესალმებიან ხელისუფლების ერთგულებას გონივრული ფისკალური პოლიტიკის მიმართ ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად და ფისკალური საიმედოობის გასაზრდელად. ისინი მიესალმებიან მიმდინარე ხარჯების შეზღუდვას, შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რაც სახელმწიფო ინვესტიციების, დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. დირექტორებმა მოიწონეს ფისკალური რისკების ანგარიშის მოცულობის ზრდა, სადაც მეტი ფისკალური რისკია აღწერილი.

ამასთან, ფონდი მიესალმება გამჭვირვალობის ზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და რისკების მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. დირექტორებმა მხარი დაუჭირეს ფისკალური წესების დახვეწას, ფისკალური მართვისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

IMF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არსებული ეკონომიკური აღმასვლის ფონზე გაატარონ რეფორმები, რომელიც გაზრდის საქართველოს მედეგობას საერთაშორისო შოკების მიმართ, ასევე დააჩქარებს ზრდას და გახდის მას მეტად ინკლუზიურს, რომლის მამოძრავებელი კერძო სექტორი იქნება. ამ კონტექსტში ფონდის დირექტორებმა ყურაღება გაამახვილეს ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, განათლების, ჯანდაცვის ბაზრის რეფორმაზე, და კონკურენტუნარიანობის მატებაზე. დირექტორები მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ექსპორტის დივერსიფიცირების კუთხით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით. მათ აღნიშნეს, რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართვა ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორებში აუცილებელია კონკურენტუნარიანობის და ზრდის წასახალისებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები