საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება:
- 2018 წელს ეკონომიკა მდგრადად ვითარდებოდა. 2019 წელს 4.6 პროცენტიან ზრდას ველით.
- ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკების პასუხად აუცილებელია გაგრძელდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების დაგროვება და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა.
- ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის განუხრელი შესრულება აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
“2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით. “სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალინობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები. მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ-ს ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს. “ჩვენ, სსფ-ს მისია, მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს ბახტაძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, ეკონომიკის მინისტრს ქობულიას, ქვეყნის პრეზიდენტს ზურაბიშვილს და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის მსვლელობისას ამა წლის აპრილ-მაისში.“

























