IMF საქართველოში საბანკო და ჯანდაცვის სექტორში დაბალი კონკურენციის რისკებს ხედავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში უფროდაუფრო უნდა შემცირდეს, რადგანაც ის ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად მოიაზრება. მაგალითად, უნდა შემცირდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში სერიოზულ კონკურენციას უწევენ კერძო სექტორს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მიმოხილვაში წერია, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ეხება.
IMF მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების სუსტ მართვას მივყავართ არაეფექტური პროდუქციის წარმოებამდე და სუბსიდირებულ ფასებამდე.
IMF საქართველოზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და მყიფეა, რაც ფისკალურ რისკებს აჩენს, ხელისუფლება კი ამ რისკების შემცირებაზე ნაბიჯებს დგამს.
აქვე აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეეწყოს კონკურენციის ზრდას, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია. IMF აღნიშნავს, რომ კონკურენციის ზრდა იქნება დასტური იმისა, რომ სახელმწიფოს კონტროლს, მონოპოლიები არ ჩაანაცვლებენ.
IMF აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში კონკრეტულ სექტორებში მაღალ კონცენტრაციას, რომ თავიდან იყოს აცილებული არაკონკურენტული გარემო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მიმართულებით საბანკო სექტორსა და ჯანდაცვის სერვისებს გამოყოფს.
საფონდო ბირჟები