მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ფისკალური რისკის ძირითადი წყაროა

5b39b97078e72
ნინო კვინტრაძე
02.07.18 09:45
1626
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ორ ძირითად ფისკალურ რისკს ასახელებს, ერთი მათგანი კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს უკავშირდება, ხოლო მეორე მთავარ რისკად სახელწმიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები სახელდება.

საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაში ფონდი აღნიშნავს, რომ მსგავსი საწარმოების ნახევარი თავიანთი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მთავრობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენენ. მათი მთლიანი ფინანსური ვალდებულებები 2016 წლის ბოლოს მშპ-ს 12.8%-ს შეადგენდა. საწარმოების უმეტესობა კი მთავრობის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

როგორც ცნობილია, მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან საკუთრებაში არსებული საწარმოების მონიტორინგის კუთხით ცვლილებები გაატაროს. იმ უწყებებს შორის კი რომლებმაც მსგავსი საწარმოების რისკი უნდა შეაფასოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები სახელდება. წაგებიანი საწარმოების შემთხვევაში კი მთავარი რეკომენდაცია მათი პრივატიზებაა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების უმეტესობა არამოგებიანია. 2017 წლის მაისის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში იყო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 128-მდე საწარმო. მსგავსი საწარმოების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა მცირედით.
სახელმწიფო წილებს ფლობს როგორც სამედიცინო, ასევე აგრარული სექტორის საწარმოებში. მათ შორის მაგალითად სახელმწიფო ფლობს მეფრილველეობის საწარმო "თეკოს" 90%-ს; ფეხსაცმლის საწარმო "დემეტრე 96"-ის 100%-ს, "ვარდისუბნის" 70%-ს და ა.შ. 








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები