მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: სებ-ის პოლიტიკა რეზერვების დაგროვებისკენ არის მიმართული

5be6d120aa394
ელენე კვანჭილაშვილი
10.11.18 17:05
916
„ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკი ეფექტურად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - ასე აფასებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეჰშო ეროვნული ბანკის მიერ არჩეულ პოლიტიკას.

ფრანსუა პეჰშოს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ბანკი სწორად არის ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე.

„ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა. ამასთან, გაცვლითი კურსი მოქნილია და შოკების აბსორბაციის ფუნქციას ასრულებს“, - განმარტავს პეჰშო.

მისივე თქმით, „ეროვნული ბანკის პოლიტიკა რეზერვების დაგროვებისკენ არის მიმართული“.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა. ეს 2018 წლის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის განმავლობაში ჯამში $112.5 მილიონი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებისა და ანალიტიკოსების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა - კერძოდ, რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარს მაშინ, როდესაც ლარის მკვეთრი გაუფასურების რისკი, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ არ მოხსნილა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 9 ნოემბერსვე განაცხადა, რომ „სებ-ი ყოველთვის შეავსებს საკუთარ რეზერვებს, როცა კი, ამის შესაძლებლობას დაინახავს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები