მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF "თიბისი ბანკის" საქმეზე: ეროვნული ბანკი თავის საქმეს აკეთებს

5c668b95b66ad
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.19 13:49
1044

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფრანსუა პეჰშოს შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით მოქმედებს.

"მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სექტორის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღინისძიების არ გატარება მაშინ, როცა არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას.

და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ "თიბისი ბანკი" არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს", – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები