მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: თურქული ლირის გაუფასურება ლარის გაუფასურებას გამოიწვევს

5be179cbe6816
სალომე მეცხვარიშვილი
06.11.18 15:31
1775
IMF წერს, რომ თურქეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას იქონიებს რეგიონზე, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებზე, რომელთანაც თურქეთს პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები აქვს. ამ კუთხით კი სავალუტო ფონდი საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოყოფს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მიმოხილვაში წერია, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ეხება.

აქვე სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ თურქული ლირის გაუფასურება იმოქმედებს კურსის გაუფასურებაზე საქართველოსა და ყირგიზეთში, რადგანაც ეს ქვეყნები თურქულ იმპორტზე დამოკიდებულები არიან.

აქვე აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში არსებულმა მცირედმა ნეგატიურმა ცვლილებებმაც კი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე და გაცვლით კურსებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი ამ ფაქტორების მიმართ სავალუტო ფონდს მიაჩნია საქართველო, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი - ქვეყნები, რომლებიც ხასიათდებიან დიდი საგარეო ვალითა და საბანკო სექტორის მაღალი დოლარიზაციით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომოკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად ბიზნესგარემოსაც მიიჩნევს. მიმოხილვის მიხედვით, მთლიანად ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ახალი კომპანიების შესვლის რეიტინგი ჩამორჩება სხვა რეგიონების მაჩვენებლებს. თუმცა, IMF აღნიშნავს, რომ გამონაკლისია საქართველო, სადაც 2000-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის კეთების რეიტინგში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
IMF იწონებს ახალ საბანკო რეგულაციებს. სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებში პროგრესი შეიმჩნევა, მათ შორის აღნიშნავს საქართველოსა და სომხეთს, სადაც საბანკო რეგულაციები და მასზე ზედამხედველობა იზრდება.

აქვე აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებულ პრობლემებს საფინანსო სექტორში ღრმა ფესვები აქვს. სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ისევ რჩება, რამაც კურსის მერყეობის პირობებში, შესაძლოა, საბალანსო დანაკარგები გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე IMF ფუნდამენტური რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს.

IMF წერს, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში სახელმწიფო ვალის ზრდა ზრდის რისკებს. სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული ან ვალუტის კურსთან დაკავშირებული ვალი, ქვეყნებს უფრო მოწყვლადს ხდის საგარეო რისკებისადმი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები