IMF-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ეხმაურება მთავრობის ინიციატივას ვალების ჩამოწერასთან და განულებასთან დაკავშირებით. ფრანსუა პეშო ამბობს, რომ მსგავს ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
მისი თქმით, ის მთავრობის ინიციატივის დეტალებს არ იცნობს.
„ეს შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა, ქმნის მორალურ საფრთხეს. მსგავს ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამან შესაძლებელია მოსახლეობაში გააჩინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ანუ მათი ძველი ვალების გადახდა რომ მომხდარიყო, მოსახლეობა მოერიდებოდა”,- აცხადებს პეშო.