საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რისკის შემცირებას ე.წ. PPP პროექტების შესახებ კანონით (საჯარო და კერძო პარტნიორობა) ელოდება. ფონდს საკუთარ ანგარიშში აღნიშნული აქვს, რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტს 2017 წლის დეკემბერში წარუდგენს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, კანონის დამტკიცებამდე მთავრობა თავს შეიკავებს ნებისმიერი PPP პროექტების ხელმოწერისგან, გარდა შეზღუდული რაოდენობის ენერგოპროექტებისა. სავალუტო ფონდი ფინანსთა სამინისტროსთვის მეტად ძლიერი როლის მინიჭებას ემხრობა, ბიუჯეტზე ხელმისაწვდომლობის, კონკურენტუნარიანი სატენდერო პროცესის და PPP პროექტების საერთაშორისო სტანდარტის საბუღალტვრო აღრიცხვის პროცესში.
სავალუტო ფონდის პროგრამა ზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს და გარკვეულ ჭერს/ზღვარს უწესებს მის ფულად დეფიციტს. ამასთან ფონდი აღნიშნავს რომ ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს.
IMF აღნიშნავს რომ კანონი PPP პროექტებზე ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ და საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას.
„საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციული მიზნების შესრულებას, - მათ შორის უზრუნველყოფს სესხის თანადაფინანსებას, არ ექნება ხარჯვითი დეფიციტი და აღარ გასცემს გარანტიებს. ამასთან ჩვენ შევზღუდავთ საპარტნიორო ფონდის მიერ სესხის აღებას 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე“, - ვკითხულობთ სსფ-ს ანგარშში.
PPP პროექტებზე კანონის დაწერაში მთავრობა საერთაშორისო პრაქტიკას გამოიყენებს.

























