მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმის მიხედვით მოვიქცევით, რასაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს - TAV Airports-ი თბილისის ახალ აეროპორტზე

64999cd0d7d79
BM.GE
26.06.23 19:00
907
TAV Airports Holding-ი თბილისის ახალი აეროპორტის ოპერირების სურვილს ღიად აფიქსირებს. როგორც კომპანიის პრეზიდენტი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, თუ კი სახელმწიფო შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, TAV Airports Holding-ი მასში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ კუთხით ინტერესი, რამეთუ ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და პროექტებიდან არასოდეს გამოვდივართ 6-7 წელიწადში. 2006-2007 წლებში თბილისის და ბათუმის აეროპორტებში TAV Airports Holding-მა დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ჩადო და უნდა ითქვას, რომ საქართველოში იმ დროს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იყო ადვილი დაფინანსების მოზიდვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, თუმცა ჩვენ ეს წარმატებით მოვახერხეთ. დღეისათვის არსებული მგზავრთნაკადი 6-7-ჯერ აღემატება მგზავრების რაოდენობას, რომელიც 2005 წელს იყო.

ჩვენ გვჯერა საქართველოს განვითარების და, შესაბამისად, გვსურს საქმიანობის გაგრძელება ამ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობამ ძალიან ღიად გვითხრა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის შესახებ და ჩვენ იმის მიხედვით მოვიქცევით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა.

როდესაც ახალი აეროპორტი მზად იქნება, ჩვენ გადავამისამართებთ მგზავრთნაკადს ახალ აეროპორტში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აეროპორტი აშენდება, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას როგორც თბილისის, ასევე ბათუმის აეროპორტის განვითარების მიზნებისთვის.

ალბათ გახსოვთ, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ ბათუმის აეროპორტში 17 მილიონის ინვესტიცია ჩავდეთ, რის შედეგადაც გაფართოვდა ტერმინალი და გავაორმაგეთ აეროპორტის გამტარუნარიანობა. ეს არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოსი. იმავეს ვაკეთებთ თბილისის აეროპორტში, რათა უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს და არსებული შეთანხმების ბოლო დღემდე გავაგრძელებთ ინვესტირებას.

როდესაც ახალი აეროპორტის მშენებლობა დასრულდება, თუ საქართველოს მთავრობა მიგვიწევს ახალ ტენდერში და მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით, რომ ვმართოთ და ინვესტირება მოვახდინოთ ახალ აეროპორტში და, რა თქმა უნდა, ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად“, - აცხადებს TAV Airports Holding-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი BMG-თან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები