მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმისთვის არ ვართ, ერთი კორპუსი ავაშენოთ, ფული ვიშოვოთ და წავიდეთ, ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი უბანი თბილისში“ - ზურაბ ფიჩხაია

63af2b2e2f0f6
ალა ისპირიანი
30.12.22 22:15
925
„იმისთვის არ ვართ, ერთი კორპუსი ავაშენოთ, ფული ვიშოვოთ და წავიდეთ, ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი უბანი თბილისში,“ - ამის შესახებ “ლისი დეველოპმენტის” ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ განსავითარებელ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მიზანი ათვისებული ტერიტორიის გრძელვადიანად განვითარებაა.

„უძრავი ქონების განვითარებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. 340 ჰექტარი მიწა გვაქვს ლისის ტერიტორიაზე და მაგის განვითარებას დიდი დაგეგმარება და დაფინანსება სჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ინვესტორი ხარ და ფულის დაბანდება გინდა საკმაოდ შეზღუდულია რეალურად სად შეიძლება დააბანდო, აქედან გამომდინარე ჩვენ ფაქტობრივად ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ ფული უძრავ ქონებაში ჩადონ - შედარებით დაბალ რისკიან და ერთ-ერთ წარმატებულ სექტორში.

იმისთვის არ ვართ მოსული, ერთი კორპუსი ავაშენოთ, ფული ვიშოვოთ და წავიდეთ. ჩვენი გეგმაა გრძელვადიანად 30 წლის განმავლობაში ტერიტორია განვავითაროთ და ისე განვავითაროთ რომ საცხოვრებლად ყველაზე კარგი უბანი იყოს თბილისში. შეიძლება ითქვას, უკვე მაგას მივაღწიეთ, რადგან განსაკუთრებით კოვიდის დროს მიხვდა ხალხი რამდენად კარგია, როცა გარეთ გამოდიხარ და დიდი პარკი გაქვს. 1 ადამიანზე გვაქვს 70 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე. ეს უკვე ხალხმა დააფასა. ეს უბანი ახლა უფრო მაღალ დონეზე გადაგვყავს. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები მოვიწვიეთ და გეგმავენ, როგორ განვავითაროთ იგი არა მხოლოდ ბიზნესურად, არამედ მდგრადად. ამ ხედვით ვაკეთებთ ლისსაც და ვითარდებით რეგიონებშიც“, - განაცხადა ზურაბ ფიჩხაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. პირველი ტრანში - $10 მილიონის ორწლიანი ობლიგაციები, საფონდო ბირჟაზე „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განთავსდა. მეორე ტრანშის გამოშვება კი 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. "აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს.