მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: ბევრი ნერვიულობს, რომ COVID-19-ის ვაქცინით დაჩიპავენ

5ee13d7380551
თამთა ჯიჯავაძე
11.06.20 00:02
3990
ბევრი უკვე ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინით დაჩიპავენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით თუ ვირუსის მეორე ტალღისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში, ეს ძალიან კარგია.

„ძალით არავის გაუკეთებენ ვაქცინას და ნეტა იმათ ეყოს, რომლებსაც ძალიან ენდომება რომ აიცრას. წარმოგიდგენიათ რამდენი მილიარდი დოზა ვაქცინა უნდა დამზადდეს მოკლე დროში რომ მთელი დედამიწის მოსახლეობას ეყოს. თან ის ქვეყნები, რომლებიც დაამზადებენ, ჯერ თავის მოსახლეობას აცრიან, ეს ნორმალურია და მერე გაიტანენ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინებს. აქედან გამომდინარე, შიში იმისა, რომ ძალით გაუკეთებენ ნურავის ექნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები