მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

თიბისი
16.10.24 13:25
387

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებას, ტრენინგები დაეთმობა მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამასა და გაყიდვებს, ასევე Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტის შექმნას (MVP), ბიზნესმოდელს და ფინანსებს, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავინთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ally - ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
  • Aloha - პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera-Tax Compliance - პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
  • io - პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
  • Bit Solutions - ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • Calendo - სერვისების დაჯავშვნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემთან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions - ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
  • DAILOGY - მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
  • Doer - პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
  • DocHub - პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
  • Hiera - ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
  • WORLD - სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
  • Quissly - ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • Ringovet - პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
  • SHARA - Coach Agile Teams - ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
  • Skippit - SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
  • Skratchville - მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive - ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Tripcamp - მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • io - მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • Webook - ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
  • World Tourist - ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები