სასტუმრო სტამბაში Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის პროგრამის დემო დღე გაიმართა. ღონისძიებაზე მეოთხე ნაკადის 9 სტარტაპმა პროგრამის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგები წარადგინა. პრე-აქსელერატორის პროგრამა სტარტაპებს უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. ინტენსიური მუშაობის გარდა, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობაა აქვთ დემო დღეზე ინვესტორებს თავიანთი იდეები გააცნონ და წარმატების შემთხვევაში ინვესტიციებიც მოიზიდონ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პრე-აქსელერატორის პროგრამას საერთაშორისო კომპონენტიც დაემატა. Რას გულისხმობს ეს და ზოგადად, როგორ ჩაიარა დემო დღემ?
სტუმრები: ქეთი ებანოიძე - Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი;
ლევან ჭანუყვაძე - Connect.-ის თანადამფუძნებელი;
ოთო დონაძე - Bitpulse-ის თანადამფუძნებელი.