Impact Hub Tbilisi-ისა და „ეფეს საქართველოს“ ორგანიზებით GoGreen პრე-აქსელერატორის დემო დღე ჩატარდა
BM.GE
14.07.23 10:55
• 124
Impact Hub Tbilisi-ს, ეფეს საქართველოსა და სტარტაპ ბიუროს ინიციატივით GoGreen პრე-აქსელერატორის დემო დღე ჩატარდა, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს. შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე გუნდმა მიიღო, განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე კი, მათგან 9 გამორჩეული სტარტაპი შეირჩა. თითოეულმა მათგანმა პროექტის განმავლობაში ცოდნა ყველა იმ მიმართულებით გაიღრმავა, რაც ბიზნეს საქმიანობის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია. როგორც პრე აქსლერატორში მონაწილე სტარტაპერები ამბობენ, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებასა და ინვესტორების დაინტერესებას შეძლებენ.