მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი $13.5 მლრდ-მდე გაიზარდა - TOP-10 საიმპორტო საქონელი

კონტეინერი

საქსტატმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იმპორტის მოცულობა წელს 4.8%-ით გაიზარდა და მან 13.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

იმპორტში ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც წელს 2.2 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, მეორე პოზიციას 1.6 მილიარდი დოლარის იმპორტით აშშ იკავებს, თურქეთისგან განსხვავებით, საიდანაც საქართველო მრავალი დასახელების საქონელს ყიდულობს, აშშ-დან იმპორტი ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს მოიცავს. მესამე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც წელს საქართველომ 1.48 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა.

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მიერ შესყიდული უმსხვილესი საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $2.7 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 4%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.09 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
  3. მედიკამენტები - $513 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%;
  4. ბუნებრივი აირი - $304 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 13%;
  5. მობილური ტელეფონები - $260 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 12%;
  6. კომპიუტერები და სერვერები მათ შორის მაინინგის - $231 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 76%;
  7. სატვირთო ავტომობილები - $178 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
  8. არმატურა - $170 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 75%;
  9. თამბაქოს ნაწარმი - $133 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.7%;
  10. შავი ლითონის კონსტრუქციები - $115 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7%.

სხვა დანარჩენი საქონლის იმპორტი - $7.8 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები