მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის გახანგრძლივებას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტისთვის რამდენიმე თვით ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზნად ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრას ასახელებს. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში რიგ შემთხვევაში, ავტომობილების ტრანსპორტირების დრო 6 თვემდეა გაზრდილი. შესაბამისად, 2013 წლამდე გამოშვებული იმ მანქანების განბაჟება, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია, შესაძლოა 1 იანვრამდე ვერ მოესწროს.

სტუმრები: ლევან ლუხავა - "ქარლოუდის" დამფუძნებელი;

ინო ჩანადირი - "ავტომობის" დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები