საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 3-დან 71 თეთრამდე გაძვირდა. სხვადასხვა გასამართ სადგურზე ბენზინი 3-12 თეთრით, ხოლო დიზელი 25-71 თეთრითაა მომატებული. იმპორტიორები ელიან რომ ფასების ზრდა გაგრძელდება სექტემბერშიც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ იმპორტიორებს ყოველდღიური კავშირი აქვთ ქარხნებთან და ფასის ცვლილებაზე მყისიერი რეაგირება უწევთ - საქართველო სრულად არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ამჟამად დეფიციტი და არასტაბილურობაა. დღეის მდგომარეობით, ბრენტის ფასი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით, 91 დოლარია. რა მოლოდინებია ბაზარზე და რა განაპირობებს ფასების მატებას


































