მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორებს, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი შემოაქვთ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ

5be43c099a509
მაია ბიწაძე
08.11.18 18:30
1293
იმპორტიორებს, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი შემოაქვთ, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის სანიტარული სამსახური როსტოვსა და კრასნოდარში რამდენიმე ხორბლის გადასატვირთი მოედნის დახურვას აპირებს, ამ მიზნით აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი სასამართლოს მიმართავს. საუბარია ხუთი-ექვსი მოედნის დახურვაზე როსტოვში, ხოლო კრასნოდარში ეს რიცხვი ჯერ დასაზუსტებელია. როგორც დანკვერტი აცხადებს, ბევრი მოედანი და ელევატორი დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად არ ხდება მათ მიერ გადასახადების გადახდა.

"გადასატვირთი მოედნები და ელევატორები რეგისტრირებული უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა იცოდეს რა რაოდენობის ხორბალი აქვს. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი ხორბლის მწარმოებლიდან მის ბოლო მიმღებამდე“ - განაცხადა რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში ხორბლის ექსპორტზეც.

"ჩვენ დავიწყეთ იმ მოედნების კონტროლიც, საიდანაც ხორბალი ექსპორტზე გადის. სტავროპოლის ტერიტორიაზე მეწარმე იღებს შიდა დოკუმენტს, ჩამოდის ჩრდილო ოსეთში, ჩატვირთავს ხორბალს და მიაქვს საქართველოში. ამ გზით რუსეთიდან საქართველოში, ყოველწლიურად, მანქანებით 350-400 ათასი ტონა ხორბალი ხვდება. ქართველები მიხვდნენ, რომ ამ გზით ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება, რადგან ჩვენთან არ არსებობს შესაბამისი აღრიცხვის სისტემა“ - განაცხადა რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები