მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმპორტიორი: "მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ავტოიმპორტი მოკვდა"

58b988c3a1aaa
სალომე მეცხვარიშვილი
05.03.17 10:05
2553
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ავტოიმპორტი მოკვდა",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ავტოიმპორტიორი კომპანია "ჯეოავტომოტივის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ როსტიაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ 2017 წლიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება, ავტოიმპორტმა კლება დაიწყო.

"თვეში დაახლოებით 600 კონტეინერი ჩამოდიოდა იაპონიიდან, ბოლო მონაცემებით კი ერთ თვეში 64 ჩამოვიდა",- აცხადებს ნიკოლოზ როსტიაშვილი.

მისივე თქმით, მას შმედეგ რაც აქციზი გაიზარდა, განსაკუთრებით მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ავტო ბაზარზე უამრავი კომპანია გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა.
როგორც ავტოიმპორტიორი აცხადებს, კომპანიები არ არიან წინააღმდეგი მთავრობამ გარემოს გაჯანსაღებისთვის ნაბიჯები გადადგას, თუმცა, ხელისუფლებამ არასწორი სტრატეგია აირჩია.

"საქართველო არ იყო მზად ამისთვის. პირველ რიგში, 90-80-წელს გამოსულ მანქანებზე უნდა გვეფიქრა და შემდეგ უნდა მომხდარიყო სხვა ნაბიჯების გადადგმა",- აცხადებს ავტოიმპორტიორი.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში რეექსპორტი თითქმის აღარ ხდება, რადგანაც მეზობელი ქვეყანა თავადვე ახორციელებს მანქანების შემოყვანას და საქართველოს მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებს.

"ამერიკიდან შემოსული მანქანების რიცხვი იზრდება, მაგრამ აქედან ძირითადად შემოდის ძვირფასი მანქანები, რომელსაც ქართულ ბაზარზე ბევრი მყიდველი არ ჰყავს.
აზერბაიჯანში რეექსპორტი არის 0. თვითონ ყიდულობენ ახალ მანქანებს და საქართველოს მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებენ. უმძიმესი მდგომარეობაა ავტომობილების ბაზარზე. თუ არ გაიხსნა რაიმე ახალი ქვეყანა და რეექსპორტი თუ არ მოხდა, ურთულესი მდგომარეობა შეიქმნება",- აცხადებს ნიკოლოზ როსტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები