ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ საქართველოში იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქციაზე ხარისხის კონტროლის მონიტორინგი მოხდეს.
„ხარისხის კონტროლი მეტწილად ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაშია. მე როგორც ვიცი, ისინი მუშაობენ არამარტო ცემენტზე, არამედ იმაზე, რომ მთელ რიგ იმპორტულ საქონელზე ხარისხის კონტროლის მონიტორინგი მოხდეს. ასევე, ადგილობრივ წარმოებაზე. ეს ვალდებულება ისედაც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში. დროთა განმავლობაში ხარისხის სტანდარტი უნდა ავიდეს ევროპულ დონეზე. უბრალოდ, ამას ეტაპობრივად ვაკეთებთ“,- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.