პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამონაბოლქვის შემოწმებისას მოთხოვნები გამკაცრდება. როგორც ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერებების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს.
„ეს პოლიტიკა უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება შესაბამისად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან უნდა ავწიოთ სტანდარტი და ევრო 4-მდე, შემდეგ კი ევრო 5-მდე.
10-ჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში რომლის იმპორტიც საქართველოში ხორციელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

























