მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებული სამშენებლო პროდუქტი საბაჟოზე ხარისხობრივ კონტროლს დაექვემდებარება

5bebfd17240a5
ელენე გოგბერაშვილი
14.11.18 14:40
721
ხვალიდან სამშენებლო პროდუქციის ნაწილი ბაზარზე დაშვებამდე საბაჟო პუნქტებზე ხარისხობრივ კონტროლს დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში შედის. პირველ ეტაპზე კონტროლს დაექვემდებარება მხოლოდ ოთხი დასახელების სამშენებლო პროდუქტი, როგორიცაა ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. კონტროლს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, ზედამხედველს უფლება ექნება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით პროდუქციის რეალიზაცია შეაჩეროს. სააგენტოს დადგენილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისიწნებულია საჯარიმო სანქციები 1500-დან 7000 ლარის ფარგლებში.

„15 ნოემბრიდან უკვე ძალაში შედის რეგულირება, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს კონტროლს უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების კუთხით. ეს შეეხება სამშენებლო პროდუქტებს პირველ ჯერზე. სამშენებლო პროდუქტებიდან არის გამოყოფილი ოთხი პროდუქტი, რომელზეც პირველად გავრცელდება. ეს არის არმატურა, ეს არის ცემენტი, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. კონტროლი საბაჟოზე განხორციელდება იმპორტთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის იმპორტირებულიც და ადგილობრივი წარმოების, მოხდება კონტროლი და ზედამხედველობა“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები