მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპოსტი მეპი დამკვეთებს ახალ მიმართულებას სთავაზობს

იმპოსტი მეპი

იმპოსტი მეპი დამკვეთებს ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი მომსახურების დამატების გადაწყვეტილება ტექნიკურ სერვისთან დაკავშირებით არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება.

"შევქმენით დეპარტამენტი, ავიყვანეთ კადრები და გადავამზადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დამატებული გვაქვს სერვისი, უკვე ათობით ობიექტი დავაკონტრაქტეთ",-ამბობენ კომპანიაში.

თითოეული სისტემის მონტაჟისას, რესურსის სრულად გამოყენებასთან ერთად, პრიორიტეტი შენობაში კომფორტული, უსაფრთხო გარემოს შექმნაა და სწორედ ამას ემსახურება ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი, რომელიც მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდა-გამოცვლას, ფრეონის დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და ა.შ.

იმპოსტი მეპი დამკვეთებს საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟთან ერთად უკვე აქტიურად სთავაზობს ტექნიკურ სერვისს.

IMEP-ის მიერ შესრულებული სამუშაო სრულად აკმაყოფილებს, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს.

იმპოსტი მეპი ბაზარზე 2021 წლიდან ახორციელებს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას, შესრულებას და დღემდე ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის სტატუსს.

ჩვენ ვქმნით ხარისხს, რომელიც უძლებს დროს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები