მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინა გუდავაძის კომპანია რიყის აღმართზე ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს

რიყე

ბიზნესმენ ინა გუდავაძის კომპანია, თბილისში, რიყის აღმართზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. პროექტს კომპანია "ალფა 2017" აშენებს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ინა გუდავაძე, ხოლო მისი დირექტორის თანამდებობას მიხეილ მენთეშაშვილი იკავებს.

ახალი ნაგებობა დუტუ მეგრელის #1-ში, 1300 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი სამშენებლო ფართობი 3,163 კვადრატული მეტრი იქნება, მათ შორის 1,050 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი იქნება, 951 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი, დამხმარე ფართი 213 კვადრატული მეტრი, მეორე დამხმარე ფართი კი 513 კვადრატული მეტრია.

ახალი ნაგებობა ამავე ადგილზე მდგარი ავარიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობის ადგილზე შენდება. ექსპერტის დასკვნით ძველი ნაგებობა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შენარჩუნებას არ ექვემდებარებოდა და მისი შეცვლა გარდაუვალ კონსტრუქციულ აუცილებლობას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის არქიტექტურულმა სამსახურმა შენობის ჩანაცვლების შესახებ სამშენებლო ნებართვა გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები