მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინდიგო ქარს"- შეთავაზება ამერიკული ბაზრიდან მეორადი ავტომობილებით დაინტერესებულებისთვის

ნდიგო ქარსი
04.06.24 11:04
127

ავტომობილების ჩამოყვანას საქართველოში წლების წინ სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან დაბალი იყო ნდობა ავტოიმპორტიორი კომპანიების მიმართ. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია საქართველო რეექსპორტის ჰაბად იქცა და ავტოიმპორტით დაინტერესებულმა მომხმარებლებმაც იმრავლა.

ინდიგო ქარს ერთ-ერთი გამორჩეული ავტოიმპორტიორი კომპანიაა,რომელიც მომხმარებელთან მაღალი ნდობით და მაღალი ხარისხის სერვისით გამოირჩევა. ქართულ-ამერიკული კომპანია 10 წელია, რაც ბაზარზეა და ავტოიმპორტს ახორციელებს საქართველოს, ყირგიზეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით.

ამჟამად, საქართველოში 4 ფილიალით არის წარმოდგენილი: თბილისში,გორში, ქუთაისსა და ბათუმში. 2024 წლისთვის კომპანიას კიდევ ერთი სერვის ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი აღმოსავლეთ საქართველოში. 2024 წლის ბოლოსთვის თბილისის ოფისიც ახალ ლოკაციაზე გადაინაცვლებს,რაც მაღალი მოთხოვნიდან და კადრების მზარდი რაოდენობით არის გამოწვეული.

კომპანიას როგორც ახალი და მეორადი ავტომობილები, ასევე დანაწევრებული/დაჭრილი ავტომობილები ჩამოჰყავს საქართველოში. მუშაობს შუამავლის გარეშე, აქვს დაბალი დარიცხვის კოდები, სწრაფი ჩატვირთვები, დაზიანების დაბალი მაჩვენებელი, 1500-მდე საბუთის გამზადების სიმარტივე, უფასო დაზღვევა და კონკურენტული ტრანსპორტირების ფასები.

დაჭრილი ავტომობილები საკმაოდ მოგებიანი გადაწყვეტილებაა მომხმარებლისთვის. გამომდინარე იქიდან,რომ ავტომობილების იმპორტის 80%-ზე მეტი ამერიკულია, ამიტომ ამერიკულ ავტონაწილებზე მოთხოვნა დიდია. ამ სერვისით კომპანია შესაძლებლობას აძლევს ავტონაწილებით მოვაჭრეებს ორიგინალი მეორადი ნაწილები მარტივად და შეღავათიან ფასში ჩამოიტანონ. ინდიგო ქარსის საწყობში ხდება ავტომობილის დაჭრა,დაშლა და გამოგზავნა. ეს სერვისი აიაფებს ტრანსპორტირების ღირებულებასაც, რადგან კონტეინერში 4 ავტომობილის ნაცვლად 10-12 ავტომობილის ავტონაწილები ეტევა. ასევე, დიდი შეღავათია განბაჟების გადასახადი,რადგან სტანდარტული ავტომობილის განბაჟების ნაცვლად, მომხმარებელს წონით განბაჟება უწევს,რაც 3-ჯერ იაფი ჯდება.

ზაზა შუბითიძე ინდიგო ქარსის აღმასრულებელი დირექტორი: ,,იქიდან გამომდინარე,რომ საქართველო ავტომობილების რეექსპორტის ჰაბია, მოთხოვნაც შესაბამისად ძალიან მაღალია, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირი სერვისი დავხვეწოთ და უფრო მეტი საინტერესო ალტერნატივა და არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს ავტომობილის შეძენისას.“

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსიში ინდიგო ქარს 5 ჰექტარი ოფიციალური საწყობითა და ავტოსადგომით არის წარმოდგენილი,სადაც საქართველოდან შეძენილი ავტომობილების მიყვანა,შემოწმება, შეფუთვა და იმპორტი ხდება.

ავტომობილის შეძენამდე, ინდიგო ქარსის გაყიდვების მენეჯერი მომხმარებელს სასურველი მოთხოვნების შესაბამისად ურჩევს ავტომობილს, თამაშობს საერთაშორისო აუქციონებზე: Copart, IAAI, Manheim, Pipeline და შემდგომ იწყება ლოgისტიკური ციკლი - საწყობიდან საქართველომდე.

ინდიგო ქარსში შეძენილი ავტომობილის ფოთის პორტში ჩამოსვლის შემდგომ შეგიძლიათ ევაკუატორის მომსახურებით ისარგებლოთ და თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე მიიღოთ. ეს სერვისი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოთხოვნაც მაღალია. კომპანიამ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად გადაწყვიტა დაემატებინა ეს სერვისი ინდიგო ქარსში ევაკუატორის მომსახურების აღების შემდგომ ავტომობილის დაზღვევა და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება ხდება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი თანხა არაა საკმარისი სასურველი ავტომობილის შეძენისას ინდიგო ქარსი დაგიფინანსებთ ავტომობილის თანხის ნაწილს. თქვენ კი თანადაფინანსების პროცენტსა და დაფინანსებულ თანხას თქვენთვის მორგებული გრაფიკით, ან სრულად ავტომობილის ჩამოყვანის შემდეგ გადაიხდით.

ავტოექსპერტებით დაკომპლექტებული პროფესიონალი გუნდი მაქსიმალური სიზუსტით აფასებს ავტომობილს აუქციონზე, მომხმარებლისთვის სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში ყიდულობს მას და უსაფრთხო ტრანსპორტირებით მოჰყავს საქართველოში. ავტოექსპერტი ასევე აფასებს დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯს სრულიად უფასოდ.

ინდიგო ქარსი საყრდენი წერტილია ავტოინდუსტრიაში. ქართული კომპანია 10 წლიანი ამერიკული გამოცდილებით არის ლოჯისტიკასა და ავტო სფეროში. გამოირჩევა უსაფრთხო ტრანსპორტირებითა და მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაციით ბაზარზე. ინდიგო ქარსის არჩევისას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეამციროთ რისკები და მიიღოთ სასურველი ავტომობილი გაუთვალისწინებელი დანამატების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები