მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოელი გაუტამ ადანი მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა - Bloomberg

630db6c5469b8
გიორგი თოლორდავა
30.08.22 12:26
2002
Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ინდოელმა გაუტამ ადანიმ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მან ერთი მილიარდი დოლარით LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს გადაუსწრო.

ამჟამად მისი ქონება Bloomberg-ის მიერ 137 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა საგულისხმოა, რომ Forbes-ის სიაში $145-მილიარდიანი ქონებით ადანი მაინც მეოთხე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ინდოელმა მილიარდერმა ქონებით Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეიტსს გადაუსწრო და მას შემდეგ მისი ქონების შეფასებამ სტაბილური ზრდა გააგრძელა.

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი.

Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად ასამდე შვილობილი კომპანიაა, ჰოლდინგის ძირითად საინვესტიციო სფეროს კი ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა წარმოადგენს.

ადანიმ $137-მილიარდიანი ქონების ძირითადი ნაწილის შექმნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეძლო, უშუალოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონების შეფასება თითქმის $60 მილიარდით გაიზარდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმ პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული, რომელსაც Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი ქვეყნის მთავრობასთან ახლო ურთიერთობითაც გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და გაუტამ ადანის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თავად Adani Group-ი კი აქტიურადაა ჩართული ინდოეთის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.

უმდიდრესი ინდოელი მეწარმე ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ტელევიზიას ყიდულობს | რას გეგმავს გაუტამ ადანი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები