მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი, აჭარის ახალი ტურისტული მიმართულება

წელს პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად განახორციელა. გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რა მოსალოდნელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ინდოეთის ბაზარზე აჭარის მარკეტინგულ აქტივობებს და რა ხდება ბათუმში გაზაფხულისთვის?

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი, რესტორანი „აკროპოლეს“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები