მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი, ირანი და სომხეთი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ - გათვალისწინებულია საქართველოც

სატრანსპორტო დერეფანი

სომხეთში ირანის ელჩი, მეჰდი სობჰანი აცხადებს, რომ ირანს, ინდოეთს და სომხეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კორიდორის პროექტის გაშვებას. როგორც BMG-ის სომხეთის ბიურო წერს, შესაბამისი განცხადება, გუშინ, 7 ნოემბერს, სომხეთში მიმდინარე სამდღიან კონფერენციაზე "სომხეთი-ირანი: თანამშრომლობა და ახალი პერსპექტივები" გაკეთდა.

სომხეთში ირანის ელჩის თქმით, სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ამ პროექტის განხორციელებას დაბრკოლებები არ ექნება. მისივე განცხადებით, შეთანხმება უკვე მზადაა, ახლა საჭიროა მისი დაწყების დროის განსაზღვრა.

როგორც ცნობილია, სატრანსპორტო დერეფნის საშუალებით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტვირთის ტრანსპორტირება ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე უნდა განხორციელდეს. ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა დაიწყოს ინდოეთის საპორტო ქალაქ მუმბაიდან, შემდეგ ირანის პორტ ჩაბაჰარამდე ჩავიდეს, საიდანაც სომხეთის და საქართველოს გავლით დასავლეთის ან ჩრდილოეთის ბაზრებზე მოხვდეს. კერძოდ, პროექტის თანახმად, საქართველოდან ტვირთი ორი მიმართულებით წავა: ან რუსეთისკენ ლარსის საბაჟოს გავლით, ან კიდევ ევროპისკენ ბულგარეთის პორტების გავლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები