ქაშმირის რეგიონში ინდოეთის და პაკისტანის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება იზრდება.
ამჯერად უნცია ოქროს ღირებულებამ 2,375 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 21%-ს შეადგენს, ხოლო ერთკვირიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 3.5%-ია, ერთ თვეში კი მატება 14%-ს აღწევს.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რაც, საერთო ჯამში, ხელსაყრელ მოცემულობას ქმნის ოქროს ინვესტორებისთვის.




























