მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს სექტემბერში 10-20%-ით გაზრდის

ინდოეთი რუსეთი
BM. GE
30.08.25 00:19
1203

ინდოეთი სექტემბრის თვისთვის ფასდაკლებული რუსული ნავთობის იმპორტის 10-20%-ით გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით მოდის ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირ დაპირისპირების გზას ირჩევს და პროდუქციაზე დაწესებული 50%-იანი ტარიფების საპასუხოდ, რუსეთთან თანამშრომლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

ცნობისთვის, ამჟამად ინდოეთი საერთო მოთხოვნის 40%-ს სწორედ რუსეთიდან იმპორტირებული ფასდაკლებული ნავთობით იკმაყოფილებს. საუბარია, დღიურად 1.5 მილიონ ბარელზე. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

მოდის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათთვის ტრამპის ტარიფებზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესებია და ენერგეტიკული სტრატეგიის შტატების ნების მიხედვით განსაზღვრას არ აპირებენ. მეტიც, ინდოეთის ხელისუფლებამ ამერიკის პოლიტიკას “ფარისევლური” უწოდა.

მართალია, ინდოეთი ახლა მოგებიან პოზიციაშია და ფასდაკლებული რუსული ნავთობით ზედმეტ ხარჯებსაც იცილებს თავიდან, თუმცა თუ ტრამპმა პასუხის გაცემა გადაწყვიტა, არაა გამორიცხული ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით საგრძნობი ზიანი მიადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები