მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი სმარტფონების მწარმოებლებს სახელმწიფო აპლიკაციის წინასწარ ჩატვირთვას ავალდებულებს

ინდოეთი

ინდოეთის მთავრობამ სმარტფონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის: Apple-ს, Samsung-სა და Xiaomi-ს უბრძანა, რომ ყველა ახალ მოწყობილობაში წინასწარ ჩატვირთონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიბერუსაფრთხოების აპლიკაცია, სახელწოდებით Sanchar Saathi.

მთავრობის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს კიბერდანაშაულისა და მოწყობილობების ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მან ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხის და თვალთვალის საფრთხის გამო.

ბრძანება, რომელიც ტელეკომუნიკაციების სამინისტრომ გასცა, მწარმოებლებს 90-დღიან ვადას აძლევს მის შესასრულებლად. მთავრობა აცხადებს, რომ Sanchar Saathi არის მოქალაქეებზე ორიენტირებული უსაფრთხოების ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია "სერიოზული საფრთხის" შესაჩერებლად, რაც ძირითადად დაკავშირებულია მობილურ თაღლითობასთან და მოპარული ტელეფონების შავ ბაზარზე მოხვედრასთან.

მთავრობის ეს მანდატი მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ციფრული თავისუფლების დამცველებმა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობას აძლევს შეუფერხებელ წვდომას ინდოეთის ასობით მილიონ სმარტფონზე და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.

გაითვალისწინებენ თუ არა ამ მოთხოვნას სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები, ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები