მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

627f6c4b80791
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.22 13:43
1954
ინდოეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა და ის აკრძალულ კატეგორიათა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური გამოცემა Times of India 13 მაისს აღნიშნული გადაწყვეტილების ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 მაისის საღამოს, ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთლიანი სასურსათო უსაფრთხოების მართვისა და მეზობელი ქვეყნების საჭიროების მხარდასაჭერად იქნა მიღებული.

ამ ბრძანების საფუძველზე ხორბლის ექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება თუ უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ თავად ინდოეთის მთავრობა გასცემს ნებართვას იმ ქვეყნებზე, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული. ამავე დროს ხორბლის ექსპორტის მოთხოვნა ამ ქვეყნების მიმართ უნდა იყოს გაკეთებული.

გამოცემის ცნობით, ინდიელმა სახელმწიფო მოხელეებმა უცხო ქვეყნებში ხორბლის ექსპორტის დღეს არსებული ტემპების და რუსეთი უკრაინის ომის გამო უახლოესი თვეებში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები