მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის მთავრობა ავიაკომპანია Air India-ს ყიდის

5e2e9f54134e3
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 12:36
747
ინდოეთის მთავრობამ წამგებიანი ავიაკომპანია Air India-ს გაყიდვა გადაწყვიტა. ინდოეთის მთავრობა Air India-ს პრივატიზაციას ადრეც გეგმავდა, თუმცა არ გამოუვიდა, მაგრამ როგორც ისინი აღნიშნავენ, ამჯერად დაინტერესბულ პირს  სრულიად განახლებულ საპრივატიზაციო პირობებს შესთავაზებენ. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვალი 8 მლრდ დოლარს შეადგენს, მაგრამ დაინტერესბულ პირს მხოლოდ 3.2 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს; ასევე შეთავაზებაშია კომპანიის 100%-იანი წილი ნაცლად 76%-ისა, როგორც ეს იყო 2018 წელს.

აღსანიშნავია, რომ Air India-ს ამჟამინდელი მფლობელი Tata Group-ია. ინდური მედია არ გამორიცხავს, რომ Air India-ს შეძენით ისევ Tata Group-ი იყოს დაინტერესებული. ირკვევა ისიც, რომ Air India-ს ყიდვა სურს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-საც.

შეგახსენებთ, რომ Air India-ს 14,000 თანმშრომელი და 146 თვითმფრინავი ჰყავს, აქედან 56% მის უშუალო საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები