ინდოეთის მთავრობამ 10 მილიონ ადამიანს, - საჯარო მოხელეებსა და პენსიონერებს ანაზღაურება 23%-ით გაუზარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა დაამტკიცა.
CNNMoney წერს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯებს გაზრდის, თუმცა ამან შესაძლოა დადებითად იმოქმედოს მსყვიდელუნარიანობის გაზრდაზე.
სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილ ანაზღაურებას 4,7 მილიონი საჯარო მოხელე და 5,3 მილიონი პენსიონერი მიიღებს.
საჯარო მოხელეების მინიმალური ანაზღაურება, რომელიც აქამდე 7000 რუპიას შეადგენდა (დაახლოებით 100$) 18 000 რუპიამდე იზრდება.
საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები კი ანაზღაურების სახით 3300 დოლარს მიიღებენ.
მიმდინარე წელს ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
CNN წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ინდოეთის მთავრობას შესაძლოა კადრების კერძო სექტორიდან საჯაროში გადაყვანა სურს. გამოცემის ინფორმაციითვე, საჯარო მოხელეები ინდოეთში არაერთი შეღავათით სარგებლობენ და მათთვის მორგებული პრემიების სისტემაც არსებობს. ამასთან ადგილობრივი შრომის კანონმდებლობით ზოგიერთი პირი სახელმწიფო სამსახურში უვადოდ არის აყვანილი.

























