ინდოეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ამ შეფასებით ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს და ის სწრაფი ტემპით უახლოვდება ჰონგ-კონგის ბირჟას, რომელსაც ის რამდენიმე წელიწადში გადაუსწრებს.
უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ინდოეთს ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და გლობალური ინვესტორები მას აქტიურად განიხილავენ ჩინეთის ალტერნატივად, სწორედ ამიტომ ვხედავთ ინდური კომპანიების მიმართ ინტერესის ზრდას.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ინდოეთი ჰონგ-კონგს და იაპონიას გადაასწრებს, რის შემდეგაც ის ტოპ სამეულში აღმოჩნდება, ამერიკისა და ჩინეთის გვერდით.
რაც შეეხება ამ ოთხ ტრილიონ დოლარს, ეს იმ კომპანიების ჯამური კაპიტალიზაციაა, რომლებიც ინდოეთში ილისტებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამერიკული ბირჟის საერთო კაპიტალიზაცია $48.5 ტრილიონს აღწევს, რითაც უოლ-სტრიტი გლობალურ რეიტინგში უპირობოდ ლიდერობს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.