მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთმა ჩინურ ინვესტიციებზე შეზღუდვები შეამსუბუქა

ნარენდრა მოდი და სი ძინ ფინგი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩინეთთან ურთიერთობების აღდგენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რამდენიმე სექტორებში ჩინურ ინვესტიციებზე დაწესებული ბარიერები შეამსუბუქა.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს 2020 წლის სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ექვსწლიანი ეკონომიკური და დიპლომატიური დაპირისპირების დასრულებას. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობების დაახლოების პროცესი ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ინდოეთის სამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა ჩინურ კომპანიებს ინდურ საწარმოებში 24%-იანი წილის ფლობის უფლება დართო. მოდიმ თქვა, რომ ამ კონკრეტულ მაგალითზე გამოვლინდა, რომ ოფიციალური პეკინი პოზიციების ცვლილებისთვის მზად იყო, შესაბამისად, მან შემდგომი, საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთობების დათბობაზე მიუთითებს ბოლო თვეებში მიღებული რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილებაც. კერძოდ, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა პირდაპირი ფრენები, გამარტივდა ბიზნესვიზების გაცემა ჩინელი სპეციალისტებისთვის და სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებს ჩინური აღჭურვილობის შეზღუდული იმპორტის უფლება მიეცათ. შეგახსენებთ, 2020 წლიდან მოყოლებული, მკაცრი კონტროლის გამო, ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან BYD და Great Wall Motor-ი, ინდოეთში მილიარდობით დოლარის ინვესტირებაზე უარი თქვეს. ამან კი ქვეყნის სამრეწველო სექტორში ტექნიკური პერსონალისა და აღჭურვილობის დეფიციტი გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები