ინდოეთის შტატ ტამილ-ნადუს ათასობით მაღაზიაში 1 მარტიდან Coca-Cola და Pepsi აღარ იყიდება.
მაღაზიები უცხოურ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს ბოიკოტს უცხადებენ და მიზეზად ადგილობრივი წარმოების გაზიანი სასმელების პოპულარიზაციას ასახელებენ და ამავე დროს, უცხოურ კომპანიებს ინდოეთის წყლის რესურსების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
უცხოურ გაზიან სასმელებზე უარი მაღაზიებმა შტატის სავაჭრო ასოციაციის მოწოდების შემდეგ განაცხადეს.

























