მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში გლობალური AI სამიტი იმართება

AI სამიტი ინდოეთში

ინდოეთი გლობალურ AI სამიტს მასპინძლობს. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 250,000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან წამყვანი ტენქოლოგიური კომპანიების, Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ს ხელმძღვანელები.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც მონაცემთა ცენტრებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2030 წლამდე ინდოეთში $68 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას განვითარების სახელმწიფო მასპინძლობს, თუმცა, როგორც სამიტის დამფუძნებლები განმარტავენ, ინდოეთში ღონისძიების გამართვა სწორედ ამ აზიური სახელმწიფოს ტექნოლოგიურ განვითარებასთან და მის ეკონომიკურ პოტენციალთანაა დაკავშირებული.

ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლას და საკუთარი გზავნილების გაჟღერებას გეგმავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც, რომლის მიზანიც მომდევნო დღეების განმავლობაში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოზიდვა. ქვეყნის ლიდერი ეცდება, კომპანიები ინდოეთის პოტენციალში დაარწმუნოს და მათ სხვადასხვა სახელმწიფო შეღავათი შესთავაზოს. სამიტს დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც, თუმცა ამჟამად უცნობია, გასცდება თუ არა მაკრონი-მოდის შეხვედრა ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარს.

შეგახსენებთ, ინდოეთში ინვესტირებით ბოლო წლებში არაერთი ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა. წამყვანი AI სტარტაპები, როგორებიც OpenAI-ა, მილიონობით მომხმარებელს AI მოდელების ფასიან პაკეტებს უფასოდ სთავაზობენ, რათა მეტი ადამიანი დააინტერესონ. არსებული სტატისტიკის თანახმად, ამჟამად ChatGPT-ს ინდოეთში ყოველდღიურად 72 მილიონი ადამიანი იყენებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მე-4 უდიდესი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი $283-მილიარდიანი IT მიმართულებაა, სადაც მილიონობით ადამიანი დასაქმებული და რომელიც არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები