ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შედეგების შესახებ ვიდეო კონფერენცია ინდოეთის მთავრობასთან მომდევნო კვირას გაიმართება.
„ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის ერთობლივი ანალიზი დავასრულეთ. მომდევნო კვირას იგეგმება ვიდეოკონფერენციის გამართვა ინდოეთთან, სადაც საბოლოოდ შევჯერდებით შედგეგებზე და როდესაც ოფიციალურად წარედგინება ეს კვლევა ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებს, ამის შემდეგ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებს.
კვლევის წარდგენამდე დეტალებზე საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ეს კვლევა დავაინიცირეთ იმის გამო, რომ ეს კიდევ ერთ დიდ ბაზარს გაუხსნიდა ქართველ ექსპორტიორებს.„ - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

























