მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, წელს დაიწყოს

5b192f5f52074
ელენე გოგბერაშვილი
07.06.18 17:38
932

კიდევ ერთი ბაზარი, რომელთანაც წვდომა ქართველმა ექსპორტიორებმა, შესაძლოა, ახლო მომავალში შეძლონ, ინდოეთის ბაზარია.  საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების მიზანშეწონილობის კვლევა გასულ წელს დაიწყო. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ BM.GE-ს განუცხადა,  პროცესი დასრულებულია და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარეკებები სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაიწყება.

„ინდოეთთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს.  მე გუშინ მქონდა ბოლო ვიდეო კონფერენცია, რომელიც ინდოეთში არსებული ვითარების გამო ბოლო ხანებში იყო შეჩერებული. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ კვლევა დასრულდა. აქამდე კვლევა არ იყო ოფიციალურად დასრულებული. ჩვენ უკვე შეგვეძლება წლის ბოლომდე დავაანონსოთ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

ინდოეთში ძირითადად მაღალი ტარიფებია სასოფლო-სამეუნეო პროდუქციაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური ბაზარი. შესაბამისად, მთელი მსოფლიოსთვის  ფაქტობრივად დახურული ბაზარია სოფლის მეურნეობის პროდუქციებზე. შესაბამისად ჩვენს ერთ-ერთ ინტერესს წარმოადგენს, რომ თუ მოლაპარაკებების დაწყება მოხდა, აღნიშნულ პროდუქტებზე მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე მივაღწიოთ ტარიფების შემცირებას ან განულებას, რათა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყვნენ სხვა ქვეყნებთან შეადრებით“-აცხადებს გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები