მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდონეზია ახალ დედაქალაქს ასახელებს

61e7edfb2ceba
თათია კაკიაშვილი
18.01.22 15:23
2050
დღეიდან ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი აღარ არის; ქვეყანამ ახალი დედაქალაქი დაასახელა - ნუსანტარა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი დედაქალაქის სახელი ინდონეზიურ ენაზე ითარგმნება, როგორც „არქიპელაგი“. 

"დედაქალაქის გადატანა ეფუძნება რამდენიმე მოსაზრებას: რეგიონულ უპირატესობას და კეთილდღეობას - არქიპელაგის შუაგულში ახალი ეკონომიკური სიმძიმის ცენტრის დაბადების ხედვით", - განაცხადა ქვეყნის ეროვნული განვითარების დაგეგმვის მინისტრმა სუჰარსო მონოარფამ.

ცნობისთვის: ჯაკარტა ზღვის მახლობლად ჭაობიან ადგილას მდებარეობს, რაც მას წყალდიდობისკენ განსაკუთრებით მიდრეკილს ხდის. სწორედ ამიტომ 2019 წლიდან ინდონეზიის პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქის შეცვლის ინიციატივით გამოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები