მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდონეზია რამდენიმე ინდუსტრიულ ქვეყანას ტონობით ნაგავს უგზავნის

5d1dcc0de41e9
მიხეილ ხაჩიძე
04.07.19 18:20
995
ინდონეზია რამდენიმე ინდუსტრიულ სახელმწიფოს ნაგავს უკან უგზავნის. ქვეყნის საბაჟო სამსახურების ინფორმაციით, ბატამის პორტში ამ დროისთვის ნაგვით დატვირთული 49 კონტეინერი უკვე გამზადებულია და მათ გერმანიაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და საფრანგეთში მალე გააგზავნიან.

საქმე ეხება ზემოთ ჩამოთვლილი ინდუსტრიული ქვეყნებიდან ინდონეზიაში ცოტა ხნის წინ გაგზავნილ ნაგავს, რომელშიც როგორც ოფიციალური ჯაკარტა ამტკიცებს, პლასტმასისა და სხვა სახის ნაგავთან ერთად საშიში ნივთიერების შემცველი ნარჩენებია აღმოჩენილი, რაც აზიური კუნძულოვანი ქვეყნის იმპორტის პირობებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2018 წლიდან ჩინეთმა პლასტმასის ნაგვის იმპორტი შეზღუდა, ევროპული და ამერიკული ინდუსტრიული სახელმწიფოებიდან ნაგავი ინდონეზიაში, ფილიპინებსა და სხვა აზიურ ქვეყნებში იგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები