მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ინდონეზია

შაბათს დილით ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ფლორესის რეგიონში სანაპიროსთან მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა, თუმცა მოსახლეობას მოუწოდეს, დაზიანებულ შენობებში არ დაბრუნებულიყვნენ, რადგან არსებობდა შიში, რომ განმეორებითმა ბიძგებმა შესაძლოა მათი ჩამონგრევა გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები