ორშაბათს ინდონეზიაში ვულკან ლევოტობის ორჯერ ამოფრქვევის შემდეგ, კუნძულიდან და მისი მიმართულებით ფრენები შეიზღუდა. ვულკანის ამოფრქვევის სიმაღლემ 18 კილომეტრს მიაღწია. არ გავრცელებულა ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული გართულებების შესახებ.
18 ივნისს ფლორესის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი უწყებები ლევოტობის მთას განსაკუთრებული ყურადღების უწევენ მონიტორინგს. ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანიდან ამოფრქვეული მასა მთის ფერდებზე 5 კმ-ის რადიუსზე გავრცელდა.
ვულკანის ამოფრქვევამ 7-8 ივლისს რამდენიმე ფრენის გაუქმება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, როგორც ბალის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რადგან კუნძულ ფლორესზე ვულკანის ამოფრქვევას ბალის საჰაერო სივრცეზე გავლენა არ იქონია.
მედიის ინფორმაციით, გაუქმდა 25-მდე ფრენა ბალიდან ავსტრალიის, სინგაპურისა და სამხრეთ კორეის მიმართულებით, გადაიდო რამდენიმე რეისი და შეფერხდა შიდა ფრენების განრიგიც.
რამდენად უსაფრთხოა ბალიზე მოგზაურობა?
Euronews-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო დეპარტამენტს (FCDO) ინდონეზიაზე განსაკუთრებული გაფრთხილება არ გაუვრცელებია. მიუხედავად ამისა, სააგენტო არ გასცემს ქვეყანაში რამდენიმე ვულკანის მონახულებაზე რეკომენდაციას. მათ შორისაა: მთა ლევოტობი, სინაბუნგი, მარაპი, სემერუ, რუანგი და იბუ.




























