მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური და ჩინური ტვირთები ანაკლიის პორტში

5afc0b2b8f722
მაია ბიწაძე
16.05.18 14:42
819
ინდური და ჩინური ტვირთები ანაკლიის პორტის საშუალებით გაივლის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გემების მიღებას 2021 წლის დასაწყისში შეძლებს, ამის შესახებ Bm.ge-ს "ანაკლია სითის“ ხელმძღვანელმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა.

"აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ეკონომიკური ზონის განვითარების პროცესი. გასულ კვირას ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური პორტის, "ლიენიუნგანგისა" და მულტინაციონალური კორპორაციის „კოსკო შიფინგ ლაინზის“ წარმომადგენლები, მათთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები. ჩვენთან თანამშრომლობით ასევე დაინტერესებულია მუმბაის პორტიც.

ეს პარტნიორობა გულისხმობს ჩინეთიდან წამოსული ტვირთების საქართველოს, ანუ შუა დერეფნის საშუალებით ტრანსპორტირებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთიდან დასავლეთის მიმართულებით, კერძოდ ინდოეთიდან წამოსული ტვირთების საქართველოზე გატარება. ეს გულისხმობს მულტიმოდალური ტრანსპორტის გამოყენებას, რაც თავისთავად რკინიგზას და პორტებს მოიცავს. ეს მიმართულებები არის უმოკლესი და ამ კომპანიებისთვის ძალიან მისაღები.

პორტის მიმართულებით აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი კომპანიის შესარჩევად, რომელიც პორტის დაღრმავებას უზრუნველყოფს. სამუშაოების განხორციელებას ამ ზაფხულს ვგეგმავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პორტმა 2020 წლის ბოლოს ფუნქციონირება დაიწყოს“ - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები