რუსული “როსნეფტი’’ , ჰოლანდიური Trafigura და ფონდი UCP ერთობლივად აპირებენ ინდური კომპანიის Essar Oil 98%-ის შეძენას, რომელიც დაახლოებით 12-13 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, მათ შორის ვალიც გათვალისწინებულია, - ამის შესახებ გარიგების დეტალებში გარკვეულმა ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა.
ინფორმაციის თანახმად, "როსნეფტი" 49% მიღებას შეძლებს, ხოლო ორი ინვესტორი Trafigura და UCP კი ინდური კომპანიის დარჩენილ 49% დაეუფლება.
მარტში "როსნეფტმა" თავისი განზრახვა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს Essa ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც წელიწადში 10 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას გულისხმობს, ინდოეთს მოამარაგებს და ასევე ინდური კომპანიის 49%-იან წილს დაეუფლება. გასული წლის ივლისში კი კომპანიებს შორის წინასწარი შეთანხმება შედგა.

























