მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდური კომპანია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბრინჯის სასაწყობე ჰაბის მოწყობას გეგმავს

58d5248e811ac
BM.GE
24.03.17 17:51
1728
ინდური კომპანია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბრინჯის სასაწყობე ჰაბის მოწყობას გეგმავს, - როგორც თიზ-ის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, ინდური კომპანია ბრინჯის იმპორტს განახორციელებს, რომლის დაფასოებაც ქუთაისში მოხდება, რის შემდეგაც ის ექსპორტზე გავა. ამასთან პროდუქცია განკუთვნილი იქნება ადგილობრივ ბაზარზე.

"თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შემოდიან, როგორც მწარმოებელი, ასევე სავაჭრო კომპანიები, მათი ნაწილი კი ფართს იღებს პროდუქციის და ტვირთების დასასაწყობებლად. ინდურ კომპანიას სურს რომ „ჰუალინგის“ თიზ-ს ჰაბის ფუნქცია მისცეს", - აცხადებს ნიბლაძე.

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ ეტაპზე 40-მდე კომპანიაა შესული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები